სალომე ზურაბიშვილი - ბაზალეთის ტბა ძლიერი კურორტია, რომელსაც შეუძლია, დაეხმაროს საქართველოს, გახდეს კურორტებისა და მედიცინის ქვეყანა
არსებობს ძალიან ძლიერი კურორტი ბაზალეთის ტბა, რომელიც ცნობილია საუკუნეების მანძილზე და მას შეუძლია, დაეხმაროს საქართველოს, გახდეს კურორტებისა და მედიცინის ქვეყანა, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დუშეთში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ამის მონაცემები, რესურსები გვაქვს და როგორც მეღვინეობაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში და წარმოადგენს ეკონომიკის ძლიერ მხარეს, ასევე შეიძლება კურორტებისა და მედიცინის სფეროს განვითარება, მით უმეტეს, რომ ევროპაში არის ამის დიდი მოთხოვნა. ამ ყველაფრის მისაღწევად, მე თქვენს გვერდით ვარ.
მე ვიქნები ელჩი მთავრობასთან, პარლამენტთან და ამაში ჩემი დამოუკიდებლობაც დამეხმარება. შემიძლია მათთან კრიტიკული აზრებისა თუ ინიციატივების მიტანა. ხელისუფლებასთან ისეთი ფორმის დიალოგს დავამყარებ, რაც საქმის კეთების საშუალებას მოგვცემს. მათთან დაპირისპირება შედეგს არ მოგვიტანს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.