სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ისტორიულ მეგობრობას და ძლიერ პარტნიორობას იზიარებენ.
„ვულოცავ აზერბაიჯანის პრეზიდენტს დღევანდელ რესპუბლიკის დღეს! საქართველო და აზერბაიჯანი იზიარებენ ისტორიულ მეგობრობას და ძლიერ პარტნიორობას. ვუსურვებ აზერბაიჯანის ხალხს მშვიდობას, კეთილდღეობას და ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ამ რთულ პანდემიის დროს“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი განცხადებაში.
Congratulations to @presidentaz on today’s #RepublicDay! Georgia and Azerbaijan share a historical friendship and a strong partnership. I wish peace, prosperity and health, especially during this difficult pandemic, to the people of Azerbaijan 🇦🇿
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 28, 2020