სალომე ზურაბიშვილი - აუცილებელია, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პროცესი წინ წავიდეს და ყველა დაპირება შესრულდეს
სალომე ზურაბიშვილი - აუცილებელია, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პროცესი წინ წავიდეს და ყველა დაპირება შესრულდეს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ყველა დაპირება სათანადოდ შესრულდეს.

აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე: „ხომ არ მიიღეთ ელჩისგან რაიმე გზავნილი, მათ შორის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით“, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის გზავნილებს არ იღებს ხოლმე, რადგან ქვეყნის პრეზიდენტია.

სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლო რეფორმა წარმატებით განხორციელდება.

„გზავნილებს საერთოდ არ ვიღებ, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი ვარ და არ უნდა მივიღო გზავნილები. ყველანი ვართ ჩართული ამ პროცესებში. აუცილებელია, პროცესი წინ წავიდეს და შესრულდეს ყველა დაპირება. დარწმუნებული ვარ, ბოლოში გავალთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.