სალომე ზურაბიშვილი - მე არ მჭირდება, პლაკატებზე ავიტანო „ნაციონალური მოძრაობის“ ჩემეული ხედვა, ჩემი ხედვა 2005 წელს დავაფიქსირე
სალომე ზურაბიშვილი - მე არ მჭირდება, პლაკატებზე ავიტანო „ნაციონალური მოძრაობის“ ჩემეული ხედვა, ჩემი ხედვა 2005 წელს დავაფიქსირე

მე არ მჭირდება, პლაკატებზე ავიტანო „ნაციონალური მოძრაობის“ ჩემეული ხედვა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ბანერების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„ორ რამეს ვიტყვი. ჯერ ერთი, აგრესიული კამპანია ამ დღეებში არ დაწყებულა. ჩემს წინააღმდეგ ეს დაიწყო ორთვენახევრის წინ, რასაც არ ვიცი, თქვენ როგორ აფასებთ. მეორე, მე არაფერს ვაფასებ. კამპანიის ჩემი წილი პირველი დღიდან არის ევროპული კამპანია და ეს გრძელდება. მე არ მჭირდება, პლაკატებზე ავიტანო „ნაციონალური მოძრაობის“ ჩემეული ხედვა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა პლაკატების შინაარსს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ საკუთარი ხედვა უკვე დააფიქსირა.

„საჭირო არ არის, დავეთანხმო ან არ დავეთანხმო. „ნაციონალური მოძრაობის“ ჩემეული ხედვა გამოვთქვი იპოდრომზე 2005 წელს. ეს მთელ საქართველოს ახსოვს და ეს არ შეცვლილა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისში ახალი ბანერები „არა ნაცებს, არა ბოროტებას“ გამოჩნდა. ბანერებზე ყოფილი მაღალჩინოსნები არიან გამოსახული, კერძოდ: ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები.