სალომე ზურაბიშვილი - ამერიკელი სენატორი სტივ დეინსი შეგვხვდა მხოლოდ ოპოზიციას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი
სალომე ზურაბიშვილი - ამერიკელი სენატორი სტივ დეინსი შეგვხვდა მხოლოდ ოპოზიციას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი

ამერიკელი სენატორი სტივ დეინსი შეგვხვდა მხოლოდ ოპოზიციას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

„დღეს „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით შევხვდი ამერიკელ სენატორს, სტივ დეინს. ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი კავკასიაში არის ჩამოსული. ის იყო ბაქოში, შემდეგ მიდიოდა ერევანში, ასევე არის თბილისში, სადაც შეგვხვდა მხოლოდ ჩვენ, ოპოზიციას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მან მოისმინა არა მხოლოდ შიდა საკითხები და კანონების დარღვევების მთელი რიგი, რაც წარვუდგინეთ, არამედ სტრატეგიული გამოწვევა, რაც არსებობს ამერიკისთვის ამ რეგიონში და საქართველოში და რომელიც ამერიკისგან ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში ამერიკის საელჩომ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი ჩამოვიდა. როგორც საელჩომ აღნიშნა, დეინსი მოუთმენლად ელოდება საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას.