სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრეზიდენტის თქმით, მას სურდა, საქართველოში აშშ-ის ელჩისთვის ეს დღე პირადად მიელოცა.

„მინდა, მივულოცო ამერიკას და ქართველ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე. ჩავთვალე, რომ ელჩის რეზიდენციაში ჩემი ყოფნა აუცილებელი იყო, რადგან პირადად მიმელოცა ელჩისთვის. გვსურს, გავაგრძელოთ ასეთი შინაარსიანი მეგობრობა და თანამშრომლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ღონისძიება ამერიკის ელჩის რეზიდენციაში იმართება.

ღონისძიებაზე მიწვეული არიან ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.