სალომე ზურაბიშვილი - ამ პერიოდში ნიშნის მოგებით პოპულისტური განცხადებების გაკეთება და ადამიანების შეცდომაში შეყვანა არ შეიძლება
სალომე ზურაბიშვილი - ამ პერიოდში ნიშნის მოგებით პოპულისტური განცხადებების გაკეთება და ადამიანების შეცდომაში შეყვანა არ შეიძლება

არ შეიძლება ამ პერიოდის გამოყენება, ნიშნის მოგებით პოპულისტური განცხადებების გაკეთება და ამით ადამიანების შეცდომაში შეყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„იცით, რომ მე არასდროს ვპასუხობ თუნდაც პრეზიდენტის ინსტიტუტზე როცა არის პირდაპირი შეტევა, თუ შეურაცხყოფა, მაგრამ არ შემიძლია, ერთი სიტყვა არ ვთქვა იმ არასერიოზულ, პასუხისმგებლობისგან მოკლებულ ზოგ პოზიციაზე ზოგიერთი პოლიტიკური ძალისგან, არც ვიცი, პოლიტიკური არიან ისინი თუ არა. არ შეიძლება ამ პერიოდის გამოყენება, არ შეიძლება ერთიანობის დარღვევა, არ შეიძლება ნიშნის მოგებით პოპულისტური განცხადებების გაკეთება, რომელიც არაფერზე არ არის დაყრდნობილი და ამით ადამიანების შეცდომაში შეყვანა. ეს არ შეიძლება, რადგან ეს არღვევს სწორედ იმას, რაც არის მთავარი, სოლიდარობა, ერთიანობა, რითაც ჩვენ ხვალ გადავრჩებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.