სალომე ზურაბიშვილი - ლექსო თორაძის გარდაცვალებით, საქართველომ დიდი ქართველი დაკარგა, მუსიკამ დიდი პიანისტი და მეგობრებმა დიდი მეგობარი
სალომე ზურაბიშვილი - ლექსო თორაძის გარდაცვალებით, საქართველომ დიდი ქართველი დაკარგა, მუსიკამ დიდი პიანისტი და მეგობრებმა დიდი მეგობარი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პიანისტ ალექსანდრე (ლექსო) თორაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ დიდი ქართველი დაკარგა, მუსიკამ დიდი პიანისტი და მეგობრებმა დიდი მეგობარი.

„ლექსო გავიცანი ნიუ იორკში თითქმის 40 წლის წინ … ის „ახალი“ ემიგრანტი, მე „ძველი“ ემიგრაციის შვილი და მთელი საღამო ვისაუბრეთ ყველაფერზე და საქართველოზე. ის უნიჭიერესი მუსიკოსი, მე ახალგაზრდა დიპლომატი… ამის მერე ხშირად არ შევხვედრილვართ ერთმანეთს, თუმცა სადაც შემეძლო, კონცერტი არ გამომიტოვებია და სადაც ვხდებოდი, სულ იმ განცდით, რომ ძალიან დიდი ხნის ძალიან ახლობელ მეგობარს ვხდებოდი. საქართველომ დიდი ქართველი დაკარგა, მუსიკამ დიდი პიანისტი და მეგობრებმა დიდი მეგობარი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

69 წლის ასაკში პიანისტი ალექსანდრე (ლექსო) თორაძე გარდაიცვალა. პიანისტი აშშ-ში ცხოვრობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა.