სალომე ზურაბიშვილი - ახალგაზრდებს დიდი წვლილი მიგიძღვით შარშანდელ გამარჯვებაში და ახლაც, შემდეგი ეტაპისთვის მზადებაში თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება
სალომე ზურაბიშვილი - ახალგაზრდებს დიდი წვლილი მიგიძღვით შარშანდელ გამარჯვებაში და ახლაც, შემდეგი ეტაპისთვის მზადებაში თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება

მივმართავ ახალგაზრდობას, თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით შარშანდელ გამარჯვებაში და ახლაც, შემდეგი ეტაპისთვის მზადებაში თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება, – ​​ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში სწორედ ახალგაზრდების არნახულმა აქტიურობამ გადაწყვიტა არჩევნების შედეგები და შეცვალა მომავალი.

„ეს თქვენი ქვეყანაა, ბრწყინვალე წარსულით და არანაკლებ ბრწყინვალე მომავლით, არავის დაუტოვოთ, გაიხსენეთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში სწორედ ახალგაზრდების არნახულმა აქტიურობამ გადაწყვიტა ამ არჩევნების შედეგები და შეცვალა მომავალი. ეს თქვენც შეგიძლიათ. დაბოლოს, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ვირჩევთ რომელიმე პარტიას მეორის ნაცვლად, ამა თუ იმ პროგრამას, ამა თუ იმ ლიდერს ან კიდევ არცერთი მოგვწონს და ამიტომ თავს ვიკავებთ. დღეს ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ ეტაპზე ვდგავართ, სადაც არჩევნებით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი მომავალი, მივცეთ ხმა ახალი მმართველობის მოდელს, ახალ ეკონომიკას, ესე იგი, ახალ, ევროპულ სახელმწიფოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.