სალომე ზურაბიშვილი - აღვნიშნავთ 26 მაისს და ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოდა, ჩვენამდე მოიტანა ეს დღე, შეინარჩუნა ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება
სალომე ზურაბიშვილი - აღვნიშნავთ 26 მაისს და ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოდა, ჩვენამდე მოიტანა ეს დღე, შეინარჩუნა ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება

აღვნიშნავთ ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს და ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოდა და ჩვენამდე მოიტანა ეს დღე, შეინარჩუნა ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.

სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„აღვნიშნავთ 26 მაისს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს და ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოდა და ჩვენამდე მოიტანა ეს დღე, შეინარჩუნა ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება. მათ სისხლი გაიღეს და სიცოცხლე შესწირეს, რათა ჩვენ შეგვძლებოდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, აგვერჩია საქართველოს მომავალი და პრეტენზია გვქონოდა ჩვენს ევროპულობაზე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.