სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატობაზე კონსულტაციები არ ჰქონია
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატობაზე კონსულტაციები არ ჰქონია

შემოთავაზება არ მიმიღია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მე მივიღებ, – ასე უპასუხა კითხვას, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ აპირებს საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის დასახელებას.

„კონსულტაციები არ ყოფილა და ამ კითხვაზე გიპასუხებენ ალბათ „ქართულ ოცნებაში“, თუ ეს იქ გადაწყდა. შემოთავაზება არ მიმიღია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მე მივიღებ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.