სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მზადყოფნის გამოხატვის მიუხედავად, კიევში ჩასასვლელად მიწვევა ვერ მიიღო
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მზადყოფნის გამოხატვის მიუხედავად, კიევში ჩასასვლელად მიწვევა ვერ მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მზადყოფნის გამოხატვის მიუხედავად, კიევში ჩასასვლელად მიწვევა ვერ მიიღო.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისთვის მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ, საქართველოს პარლამენტმა კი, მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალური დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ ჩვენ დღეს კიევში წარმოდგენილი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან. ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს არ გააჩნია დახმარების ისეთი საშუალებები, როგორც ბევრად ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის საზღვრები და ნატო-ს წევრობა უსაფრთხოების გარანტიებს ანიჭებს. ჩვენი სოლიდარობა თუ  ძირითადად მორალურ დონეზე გამოიხატება, მით უფრო მტკიცედ უნდა ვიცავდეთ ჩვენს პრინციპებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.