სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გუნდს მომავალი კვირიდან დააკომპლექტებს
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გუნდს მომავალი კვირიდან დააკომპლექტებს

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გუნდს მომავალი კვირიდან დააკომპლექტებს.

მისივე თქმით, მას ჯერ არ აქვს უფლებამოსილება, ვინმეს პოსტი შესთავაზოს.

„გუნდს დავაკომპლექტებ მომავალი კვირიდან, დავიწყებ ოფიციალურ შეხვედრებს. ჯერ არ ვარ პრეზიდენტი და არ მაქვს უფლებამოსილება, ვინმეს პოსტი შევთავაზო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.