სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს
პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის, „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილმა გუშინაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არანაირი ინფორმაცია და მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ მოთხოვნა არ შესულა.
შეგახსენებთ, აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.