სალომე ზურაბიშვილი აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. მან რემერტის ხიდი და ახალი ზარზმის მონასტერი დაათვალიერა.

დღესვე პრეზიდენტი სოფელ უდეში, ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ეწვევა და მარნებს დაათვალიერებს, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში კი, დედათა ხელსაქმეს გაცნობა. დაგეგმილია ასევე სალომე ზურაბიშვილის სტუმრობა აბასთუმანის ობსერვატორიასა და ევგენი ხარაძის სახელობის მუზეუმში.