სალომე ზურაბიშვილი - 29-ისთვის ჩვენ ყველას გვექნება შესაძლებლობა, ქვეყანა წინ წავწიოთ, გავხადოთ საქართველო დემოკრატიის, შერიგებისა და პროგრესის გლობალური მაგალითი
სალომე ზურაბიშვილი - 29-ისთვის ჩვენ ყველას გვექნება შესაძლებლობა, ქვეყანა წინ წავწიოთ, გავხადოთ საქართველო დემოკრატიის, შერიგებისა და პროგრესის გლობალური მაგალითი

მზად ვარ, დავჯდე და ვიპოვო გამოსავალი, თუ როგორ დაინიშნოს არჩევნები, თუმცა გადაწყვეტილება 29 რიცხვამდე უნდა იყოს შეთანხმებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„არჩევნები არ შედგა: ამჟამინდელი კრიზისის გადასაჭრელად ერთადერთი ფორმულაა, საყოველთაოდ აღიარებული თითოეულ დემოკრატიულ ქვეყანაში, ახალი არჩევნები! მზად ვარ, დავჯდე და ვიპოვო გამოსავალი, თუ როგორ დაინიშნოს არჩევნები, თუმცა გადაწყვეტილება 29 რიცხვამდე უნდა იყოს შეთანხმებული. 29-ისთვის ჩვენ ყველას გვექნება შესაძლებლობა, ეს ქვეყანა წინ წავწიოთ, გავხადოთ საქართველო დემოკრატიის, შერიგებისა და პროგრესის გლობალური მაგალითი! საქართველო არასდროს ნებდება, როდესაც სიმართლეს იცავს. საქართველო მართალია – თქვენ მართლები ხართ! რას გავაკეთებ: მე ვარ და ვრჩები ხალხის ერთგული, არამხოლოდ მათი, ვინც დღეს აქაა, არამედ ყველა ქართველის. ეჭვი არავინ შეიტანოს, რომ მე ვარ და ყოველთვის ვიქნები ყველას პრეზიდენტი! რას გავაკეთებ: მე დავრჩები ქართული არმიის ერთგული, მისი ვეტერანების, ჯარისკაცებისა და მტკიცე პარტნიორების, რომელთაც ააგეს და გააძლიერეს ის. მე ვარ და ვრჩები მთავარსარდლად!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.