სალომე ზურაბიშვილი 28 აგვისტოს პარიზში ბიზნეს ლიდერთა ფორუმს გახსნის

10:54, 21.08.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 28 აგვისტოს  პარიზში ბიზნეს ლიდერთა ფორუმს გახსნის.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო ფორუმი საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების –  MEDEF INTERNATIONAL ორგანიზებით იმართება.

ფორუმს საფრანგეთში მოქმედი უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენელები დაესწრებიან. მათ შორის ის კომპანიებიც, რომლებიც ქართულ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტის მაღალი დონის შეხვედრები.

მსგავსი