სალომე ზურაბიშვილი – 1801, 1921, 1992, 2008, ეს არის თარიღები, რომლებიც თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება, ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთანაა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომთან დაკავშირებით წერს.
როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, საქართველოს გამძლეობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
„1801,1921, 1992, 2008 – ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას ასახავენ. საქართველოს გამძლეობა უფრო მტკიცე აღმოჩნდა. ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთანაა“, – წერს ზურაბიშვილი.
1801, 1921, 1992, 2008 – are dates that every Georgian🇬🇪remembers for ever. They illustrate Russia’s relentless policy of armed agression and occupation. Georgian resilience has proven stronger. My thoughts go to our citizens in occupied territories in Abkhazia and Tskhinvali.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) August 7, 2022