სალომე ზურაბიშვილი 13-14 აპრილს სამცხე-ჯავახეთს ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი 13-14 აპრილს სამცხე-ჯავახეთს ეწვევა

სალომე ზურაბიშვილი „დედაენის დღის“ აღსანიშნავად, 13-14 აპრილს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.

ასევე, „დედაენის დღესთან“ დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დააჯილდოებს და კონკურსში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს გამოავლენს.

საქართველოს პრეზიდენტი რეგიონების გაძლიერების მხარდაჭერისა და ქართული წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სამცხე-ჯავახეთში მოქმედ კომპანიებს მოინახულებს და სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართულ მეწარმეებს შეხვდება.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაგეგმილია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები.

დატოვე კომენტარი