სალომე ზურაბიშვილი – 10 წელი შესრულდა ევრომაიდნიდან, რომელიც უკრაინის საზღვრებს სცდება, ქმნის ახალ ევროპულ მომავალს, პატივს მივაგებთ თავისუფლებისა და ღირსების მტკიცე ათწლეულს

22:40, 21.11.2023

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევრომაიდნის 10 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვყნებს.

„პატივს მივაგებთ თავისუფლებისა და ღირსების მტკიცე ათწლეულს.

2023 წელს 10 წელი შესრულდა ევრომაიდნიდან, რომელიც უკრაინის საზღვრებს სცდება, ქმნის ახალ ევროპულ მომავალს, სადაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროპულ ოჯახში ერთიანდებიან“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

21 ნოემბერს უკრაინა ღირსების და თავისუფლების დღეს აღნიშნავს.

მსგავსი