სალომე სამადაშვილის თქმით, მოლაპარაკების პროცესი წარმატებით ვერ დასრულდება, თუკი „ქართული ოცნება“ რომელიმე მოდელით ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის თქმით, მოლაპარაკების პროცესი წარმატებით ვერ დასრულდება, თუკი „ქართული ოცნება“ რომელიმე მოდელით ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს.
„ქართული ოცნება“ თუ არ აპირებს, რომ გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას და არც ერთ შეთავაზებულ მოდელს, სერბული იქნება ეს თუ რაიმე სხვა, რომელიც გულისხმობს ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმებას, არ განიხილავს, მაშინ რა თქმა უნდა მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით ვერ დასრულდება. სამწუხაროდ, წარმატებით ვერ დასრულდება „ქართული ოცნების“ მიზეზით და მათი პოზიციის გამო, მიუხედავად ჩვენი კოლეგების, ფასილიტატორი ელჩების მცდელობისა, რისიც ძალიან მადლობელი ვართ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.