სალომე სამადაშვილი - ვუერთდები „ლელოს“ ინიციატივას, მეც მივმართე თხოვნით ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს ნიკა მელიას თავდებობის შესახებ
სალომე სამადაშვილი - ვუერთდები „ლელოს“ ინიციატივას, მეც მივმართე თხოვნით ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს ნიკა მელიას თავდებობის შესახებ

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ უერთდება პარტია „ლელოს“ ინიციატივას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ევროპარლამენტარების თავდებობით გათავისუფლების შესახებ.

„იმედია, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ნებისყოფა და დათანხმდება ამ წინადადებას. ვუერთდები „ლელოს“ ინიციატივას და მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს ნიკა მელიას თავდებობის შესახებ. ცხადია, ასევე მზად ვარ, მას თავდებში პირადად დავუდგე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტში ფორმულირება ითვალისწინებს ყველა შესაძლო გზას ნიკას გასათავისუფლებლად, არა მხოლოდ გირაოსა და ამნისტიას“, – წერს სალომე სამადაშვილი „ფეისბუქზე“.

„ლელოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის ლიდერებმა ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, რომ ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და მელია გათავისუფლდეს.