სალომე სამადაშვილი - ვიწყებთ ამნისტიის კანონპროექტის ჩვენს ვერსიაზე მუშაობას, ვაწარმოებთ კონსულტაციებს
სალომე სამადაშვილი - ვიწყებთ ამნისტიის კანონპროექტის ჩვენს ვერსიაზე მუშაობას, ვაწარმოებთ კონსულტაციებს

ვიწყებთ ამნისტიის კანონპროექტის ჩვენს ვერსიაზე მუშაობას, ამისთვის ვაწარმოებთ უკვე კონსულტაციებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც, რომლებსაც აქვთ სრული დოსიე 20 ივნისის საქმეებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ეს ამნისტია უნდა იყოს კონკრეტული და უნდა შეეხებოდეს კონკრეტულ საქმეებს.

„ეს არ იქნება რაღაც ბლანკეტური დოკუმენტი, რაც შეეხება თავად უშუალოდ რა ჩაიდება ამნისტიის შეთანხმებაში, ამაზე ახლა ვერ გეტყვით ზუსტად, რადგან ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს შესწავლა, რა იქნება ჩვენს პროექტში წარდგენილი. ჩემი ხედვა არის, რომ უნდა შეეხოს კონკრეტულ საქმეებს და არა ზოგადი ამნისტია არ უნდა იყოს. დღეს არის ასეთი ვითარება, თუ არ ვცდები, არის 16 აქტივისტი, რომლის წინააღმდეგაც არის შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, ასევე ნიკა მელიასთან მიმართებაში. არის საუბარი კონკრეტულ სამართალდამცავ პირებზე, ჩვენ ახლა რითაც ვართ დაკავებული არის ის, რომ ვსწავლობთ კონკრეტულად, რა ბრალდებით არიან ეს სამართალდამცველები პირები ბრალდებული, რა აქვთ მათ გაკეთებული და შესაბამისად, მიმდინარეობს ჩვენი პოზიციის ფორმირება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.