სალომე სამადაშვილი - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს იბრძვიან საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად და აკეთებენ შესაბამის განცხადებებს
უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რას აკეთებს ხელისუფლება და არა იმაზე, რა განცხადება გააკეთა ამა თუ იმ წარმომადგენელმა ხელისუფლების, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.
დეპუტატმა ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.
„უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს იბრძვიან საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად და აკეთებენ შესაბამის განცხადებებს; ვფიქრობ ჩემი კომენტარი ამასთან დაკავშირებით არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც მნიშვნელოვანია ჩვენი კომენტარები იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს დღეს საქართველოს ხელისუფლება, რათა კიდევ ერთხელ მივეხმაროთ უკრაინას და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს საკუთარი ამოცანების განხორციელებაში რუსეთთან მიმართებაში. აქ ცალსახად არის ნათელი, რომ დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი რუსეთთან ბრძოლისთვის არის სანქციების რეჟიმი და შესაბამისად, დღეს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაზე ყოველდღე ვრცელდება ახალი ინფორმაცია, რომელიც ახდენს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება უშუალოდ მონაწილეობა სანქციების რეჟიმისთვის თავის არიდების პროცესში, რუსეთის შესაბამისი წარმომადგენლების ხელშეწყობაში, ცხადია ვითარება და საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივა არ ჩანს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე, ამიტომ უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რას აკეთებს ხელისუფლება და არა იმაზე, რა განცხადება გააკეთა ამა თუ იმ წარმომადგენელმა ხელისუფლების“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.