სალომე სამადაშვილი - თუ არაფერი შეიცვალა, მაშინ ადგილობრივ არჩევნებსაც არ ექნება აზრი, ოპოზიციას შეუძლია, ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებსაც
სალომე სამადაშვილი - თუ არაფერი შეიცვალა, მაშინ ადგილობრივ არჩევნებსაც არ ექნება აზრი, ოპოზიციას შეუძლია, ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებსაც

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, პოლიტიკური კუთხით ქვეყანაში თუ არაფერი შეიცვალა, დარჩა იგივე საარჩევნო ადმინისტრაცია, მაშინ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასაც აზრი არ ექნება.

„მთელი ოპოზიციის სახელით ვერ ვისაუბრებ, მე გეთანხმებით იმაში, რომ თუ არაფერი შეიცვალა, მაშინ შესაბამისად ადგილობრივ არჩევნებსაც არ ექნება აზრი. თუ არაფერი შეიცვალა, დარჩა ეს ადმინისტრაცია, მაშინ იგივე სერბეთის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, ოპოზიციას შეუძლია, ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებსაც, არჩევნებშიც არ მიიღოს მონაწილეობა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

დატოვე კომენტარი