სალომე სამადაშვილი - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”, ესაა ჩემი კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე, ხელი მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას
სალომე სამადაშვილი - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”, ესაა ჩემი კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე, ხელი მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”, ესაა ჩემი კომენტარი ენმ-ის გადაწყვეტილებაზე, ხელი მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას, – ამის შესახებ დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნულით ეხმაურება „ნაციონალური მოძრობის“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის შეთანხმებას.

„19 აპრილს, ჩემი მოთხოვნით მოწვეულ პარტიის პოლიტიკურ საბჭოს, ეს გადაწყვეტილება იმ დღესვე რომ მიეღო, ოპოზიცია ბევრად უკეთეს ფორმაში იქნებოდა დღეს“, – წერს სამადაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.