სალომე სამადაშვილი - შეთანხმების თანახმად, უნდა დავიწყოთ სწრაფად მუშაობა საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებებზე, ამიტომ ვიწყებთ
სალომე სამადაშვილი - შეთანხმების თანახმად, უნდა დავიწყოთ სწრაფად მუშაობა საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებებზე, ამიტომ ვიწყებთ

შეთანხმების თანახმად, უნდა დავიწყოთ სწრაფად მუშაობა საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებებზე, ამიტომ ვიწყებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ამ საკითხზე დღეს გვექნება შიდა კონსულტაციები ოპოზიციაში და შემდგომ უკვე გაგრძელდება კონსულტაციები, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების თანამონაწილეობით. დღევანდელი შეხვედრა არის სწორედ ოპოზიციის საერთო პოზიციის შესაჯერებელი შეხვედრა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

დატოვე კომენტარი