სალომე სამადაშვილი - სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა ევროკავშირის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას, თუმცა ვნახოთ, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებასაც გადახედონ მომავალში
სალომე სამადაშვილი - სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა ევროკავშირის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას, თუმცა ვნახოთ, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებასაც გადახედონ მომავალში

მჯერა, რომ პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა დეპუტატი, რომელსაც ამომრჩეველმა მისცა მანდატი, – ამის შესახებ „ლელოს“ ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება სწორი იყო.

„მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რადგან მჯერა, რომ პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა დეპუტატი, რომელსაც ამომრჩეველმა მისცა შესაბამისად მანდატი და ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მათ შორის. ასე რომ, სწორი გადაწყვეტილებაა. სამწუხაროა, რომ მათ ხელი არ მოაწერეს ევროკავშირის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას, თუმცა ვნახოთ, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებასაც გადახედონ მომავალში. ჯერ არ ვიცით, საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდებიან, რდგან როგორც ვიცით, შემოსვლასაც არ აპირებდნენ და საბოლოოდ მაინც გადაწყვიტეს, რომ პარლამენტში გააგრძელონ საქმიანობა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ამასთან, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.