სალომე სამადაშვილი - სახელმწიფო უწყებები არაკოორდინირებულად მუშაობენ და არსებულ რესურსებს პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ
სალომე სამადაშვილი - სახელმწიფო უწყებები არაკოორდინირებულად მუშაობენ და არსებულ რესურსებს პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის მოსაზრებით, სახელმწიფო უწყებები არაკოორდინირებულად მუშაობენ და არსებულ რესურსებს პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

ჟურნალისტებთან საუბარში სალომე სამადაშვილი მიმდინარე სასესიო კვირას შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის საკითხს გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, მაშინ, როცა ქვეყნის წინაშე ეგზისტენციალური გამოწვევები დგას, რაც ქვეყნის უშიშროებას ეხება, საინტერესოა, გამოიყენება თუ არა უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსები შიდა კლანური დაპირისპირებისთვის.

„იყო თუ არა პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირება შიდა კლანური დაპირისპირების შედეგი? რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ, როცა სახელმწიფო რესურსები გამოიყენება შიდა პოლიტიკური ბრძოლისთვის? უშიშროების სამსახური თითს შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ იშვერს და თავის მხრივ, შსს დღემდე ვერ გვიხსნის, იყო თუ არა იმ საფრთხეების შეფასებები, რაც პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდებოდა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.