სალომე სამადაშვილი – ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ყველგან უნდა ვიბრძოლოთ, პარლამენტშიც და, როცა საჭიროა, ქუჩაშიც, გადამწყვეტ მოვლენებში ბრძოლის ველიდან არავინ უნდა მიდიოდეს

14:42, 22.03.2023

პარლამენტი პოლიტიკური ბრძოლის მნიშვნელოვანი ველია და თუ ბოიკოტი კონკრეტულ ამოცანას არ ემსახურება, რომლის განხორციელების მიღწევაც შესაძლებელია ბოიკოტის გზით, ბოიკოტი და პარლამენტში მუშაობაზე უარის თქმა ბრძოლის ველიდან გაქცევაა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად ყველგან უნდა იბრძოლონ.

„მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ყველგან უნდა ვიბრძოლოთ – პარლამენტშიც და, როცა საჭიროა, ქუჩაშიც, საერთაშორისო ასპარეზზეც. გადამწყვეტ მოვლენებში ბრძოლის ველიდან არავინ უნდა მიდიოდეს. ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულებლად ყველგან უნდა ვიბრძოლოთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი