სალომე სამადაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დღეს დემონსტრაციულად აჩვენა ჩვენს დასავლელ კოლეგებს, რა რეალობაში გვიწევს საარჩევნო კამპანიის ჩატარება
სალომე სამადაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დღეს დემონსტრაციულად აჩვენა ჩვენს დასავლელ კოლეგებს, რა რეალობაში გვიწევს საარჩევნო კამპანიის ჩატარება

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს ძალიან დემონსტრაციულად აჩვენა დასავლელ კოლეგებს, რა რეალობაში გვიწევს საარჩევნო კამპანიის ჩატარება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არჩევნები ტარდება იმ გარემოში, როდესაც პოლიცია ევროკავშირის ოფისის წინ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

„ჩვენ ვხედავთ, რეალურად რა მდგომარეობა არის ქვეყანაში. ფაქტობრივად, ევროკავშირის ელჩმა გვთხოვა, რომ აქ შეკრებილი იყვნენ რაღაცა მოძალადე ჯგუფები, გვთხოვეს, რომ არ დაგვეტოვებინა შენობა, თუ არ მიიღებდა ევროკავშირი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უსაფრთხოების შესაბამის გარანტიას. შსს-მ ასეთი გარანტია ვერ გასცა. ეს არის ის გარემო, რომელშიც ქვეყანაში ტარდება არჩევნები. როდესაც პოლიცია ამბობს, რომ ევროკავშირის შენობის წინ მოძალადე ჯგუფებს ვერ ალაგმავს და ვერ გაუწევს მენეჯმენტს ჩვენს უსაფრთხოებას, ეს არის ის რეალობა, რომელშიც გვიწევს არჩევნების ჩატარება. შეხვედრაზე რაც უნდა გვეთქვა „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ძალიან დემონსტრაციულად აჩვენა ჩვენს დასავლელ კოლეგებს, რა რეალობაში გვიწევს საარჩევნო კამპანიის ჩატარება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ევროკავშირის ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის დღეს დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ევროკავშირის ოფისთან „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მივიდნენ.