სალომე სამადაშვილი – „ქართული ოცნება“ აგრძელებს რღვევას, იმედია, ოპოზიციას ჭკუა ეყოფა და ერთმანეთის დაჭმას არ გადააყოლებს უტყუარ გამარჯვებას

16:55, 24.04.2021

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ქართული ოცნება“ აგრძელებს რღვევას. ოპოზიცია სწრაფად უნდა გაერთიანდეს. შეთანხმების ბოლომდე შესრულება მოუწევთ, ადგილობრივზე 42-ს კი არა, 22-ს ვერ აიღებენ, ვადამდელი გარანტირებული იქნება.

ჩვენს მხარეს გადმოვიდა ყველაფერი – დასავლეთის აზრიც, შიდა პოლიტიკური ვითარებაც. იმედია, ჭკუა ეყოფა ოპოზიციას და ერთმანეთის დაჭმას არ გადააყოლებს უტყუარ გამარჯვებას“, – წერს სალომე სამადაშვილი.

ქართული ოცნება აგრძელებს რღვევას. ოპოზიცია სწრაფად უნდა გაერთიანდეს. შეთანხმების ბოლომდე შესრულება მოუწევთ, ადგილობრივზე…

Posted by Salome Samadashvili on შაბათი, 24 აპრილი, 2021

მსგავსი