სალომე სამადაშვილი - ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა ევროკავშირის უპრეცედენტო ნაბიჯია, ამაზე დიდი მხარდაჭერა პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად, ჩემთვის უცნობია
სალომე სამადაშვილი - ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა ევროკავშირის უპრეცედენტო ნაბიჯია, ამაზე დიდი მხარდაჭერა პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად, ჩემთვის უცნობია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ევროკავშირის უპრეცედენტო ნაბიჯს უწოდებს.

სამადაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

„ევროკავშირის უპრეცედენტო ნაბიჯი: გუშინ საღამოს, ევროპული დემოკრატიის ფონდის დირექტორთა საბჭოს საგანგებო სხდომამ, რომელიც ერთი საათში დაორგანიზდა, დაამტკიცა ნიკას გირაოს დაფარვა. ამაზე დიდი მხარდაჭერა პოლიტიკური დევნის შესაწყვეტად და პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად, უცნობია, ჩემთვის, პირადად. დიდი მადლობა ფონდს, რომლის შექმნის იდეის განხორციელებაშიც აქტიურად ვმონაწილეობდი ბრიუსელში 2012-2013 წლებში“, – წერს სალომე სამადაშვილი.