სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ საუბარს, კონსულტაციებს გააგრძელებს, დაველოდოთ, რა შესაძლებლობებს შექმნიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები
სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ საუბარს, კონსულტაციებს გააგრძელებს, დაველოდოთ, რა შესაძლებლობებს შექმნიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები

საუბარს, კონსულტაციებს გავაგრძელებთ. დაველოდოთ, რა შესაძლებლობებს შექმნიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ აიძულონ ისინი დათმონ მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის პოლიტპატიმრები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს მუშაობას დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის მედიატორთანაც, თუ ისინი ხედავენ შეთანხმების რაიმე პერსპექტივას.

„ამავე დროს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, ნიკა მელიას და გიორგი რურუასი და ასევე მიშელის გეგმაში ჩამოთვლილი ხუთივე პუნქტის გარშემო რაიმე შეთანხმების მიღწევის გარეშე, ეს პოლიტიკური შეთანხება საბოლოო ჯამში ვერ შედგება. საუბარს, კონსულტაციებს გავაგრძელებთ. დაველოდოთ, რა შესაძლებლობებს შექმნიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ აიძულონ ისინი დათმონ მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის პოლიტპატიმრები. მე არ მქონდა არანაირი მოლოდინი, რომ გუშინ ნიკა მელიას გამოუშვებენ და გაათავისუფლებდნენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვაჭრობს ადამიანების თავისუფლებით. ოპოზიცია გააგრძელებს საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციას, მათ შორის მზადებას 15 მაისის აქციისთვის. იმედი მაქვს, რომ 15 მაისს ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება, რომ ხელისუფლებას გააგონონ თავისი ხმა. საბოლოო ჯამში, ეს შეთანხება ვერ შედგება თუ არ გადაიჭრება პოლიტპატიმრების თემა, მათ შორის ნიკა მელიას განთავისუფლება, ასე რომ შეთანხება ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე შეიძლება ვერ შედგეს, მაგრამ პროცესი მუშაობის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან გაგრძელდება, ნიკა მელიას განთავისუფლება პატიმრობიდან შექმნის სივრცეს შეთანხმებისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.

დატოვე კომენტარი