სალომე სამადაშვილი - მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერება შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია
სალომე სამადაშვილი - მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერება შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია

უსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო კლანის მსახურებაში მყოფი დაწესებულებაა და ეს ყველამ ვიცით, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის მხრიდან ყველანაირი მცდელობა, რომ დამტკიცებული იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, მათი მხრიდან ჩაითვლება, როგორც პირდაპირ დარღვევა შარლ მიშელის შეთანხმების.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი შემადგენლობისგან მოლოდინი არ გვაქვს, რომ რაიმე ნაბიჯებს გადადგამენ, რაც უკავშირდება სასამართლო რეფორმას, ან მიშელის შეთანხმების შესრულებას. მოსამართლეთა დამტკიცების პროცესი პარლამენტში უნდა წარიმართოს, სადაც წარმოდგენილია როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია. მხარეებმა ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს, სადაც ნათლად არის გაწერილი ის კრიტერიუმები, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ სასამართლო სისტემის რეფორმის დროს. სწორედ ამ შეთანხმების ნაწილია მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერება. ამიტომ, პარლამენტის მხრიდან ყველანაირი მცდელობა, რომ დამტკიცებული იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ჩვენი მხრიდან ჩაითვლება, როგორც პირდაპირ დარღვევა შარლ მიშელის შეთანხმების“,- განაცხადა სამადაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაეს სასამართლოში დასანიშნ ცხრაკაციან სიას უყარეს კენჭი.