სალომე სამადაშვილი - მნიშვნელოვანია, დასავლეთს გამოწვევები ესმოდეს, რაც საქართველოს წინაშე დგას
სალომე სამადაშვილი - მნიშვნელოვანია, დასავლეთს გამოწვევები ესმოდეს, რაც საქართველოს წინაშე დგას

ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას ეს დემოკრატია, არაფორმალური მმართველობა და ის ოლიგარქიული პოლიტიკური სისტემაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მაკკეინის ინსტიტუტის კონფერენციაზე საუბარი იყო გამოწვევებზე, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას.

„ჩვენ დღეს საუბარი სწორედ ამაზე გვქონდა, რადგან გლობალურ სამყაროში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ,  გამოწვევის წინაშე დგას. ამ თვალსაზრისით ძალინ მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთს ის გამოწვევები ესმოდეს, რაც საქართველოს წინაშე დგას. რადგან მათ მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს  ქვეყნის ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ მეორე მხრივ, ქართველი ხალხის უფლება დაიცვას, დემოკრატიულ სახელმწიფოში იცხოვროს”, – განაცხადა სამადაშვილმა.