სალომე სამადაშვილი - მივმართავ ხელისუფლებას, დღესვე მიეცეს შესაძლებლობა დამოუკიდებელ ექსპერტიზას, შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს და მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება
სალომე სამადაშვილი - მივმართავ ხელისუფლებას, დღესვე მიეცეს შესაძლებლობა დამოუკიდებელ ექსპერტიზას, შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს და მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება

მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებიდან უნდა მომხდარიყო მხოლოდ დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რაც გუშინ საზოგადოებამ ნახა, ეს არის ძალადობა პატიმრის წინააღმდეგ და მისი უფლებების უხეში დარღვევა.

„რაც ჩვენ ვნახეთ, არის მორიგ ჯერზე ძალადობა პატიმრის წინააღმდეგ, მისი უფლებების უხეში დარღვევა და დარწმუნებული ვარ, ესე იქნება შეფასებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. მივმართავ ხელისუფლებას, დღესვე მიეცეს შესაძლებლობა დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რომ შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს და მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. ეს არის ის, რაც არის გასაკეთებელი, ვფიქრობ, საზოგადოება ამას ელოდება და ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი მოყვება მოვლენების იმ შესაძლო განვითარებას, რომელიც შეიძლება მოყვეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემდგომ დამძიმებას, რაც ჩემი აზრით, არის სავარაუდო იმ ვითარებაში, როდესაც მისი ნების საწინააღმდეგოდ და სამედიცინო დასკვნის გარეშე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში. ჩემი აზრით, ცხადი გახადეს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს ხელისუფლებას, ამ წესრიგით მოქმედებს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გადაიყვანეს.