სალომე სამადაშვილი - კომიკურია საუბარი, რომ გახარია ოპოზიციისთვის რაიმე სახის საფრთხეს წარმოადგენს, ვფიქრობ, მისი პოლიტიკური პროექტი საკმაოდ წარუმატებელი იქნება
სალომე სამადაშვილი - კომიკურია საუბარი, რომ გახარია ოპოზიციისთვის რაიმე სახის საფრთხეს წარმოადგენს, ვფიქრობ, მისი პოლიტიკური პროექტი საკმაოდ წარუმატებელი იქნება

ძალიან კომიკურია საუბარი, რომ გიორგი გახარია ოპოზიციისთვის რაიმე სახის საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პროექტი საკმაოდ წარუმატებელი იქნება.

„მისი გამოსვლა მოვისმინეთ, რომელიც არაშთამბეჭდავი იყო, ბევრი ტყუილი გაჟღერდა. ფაქტობრივად, ის არანაირად არ ემიჯნება იმ ყველაფერს, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობასთან არის დაკავშირებული, კორუფცია, მოქალაქეებზე ძალადობა და ა.შ. ვფიქრობ, გიორგი გახარიას პოლიტიკური პროექტი საკმაოდ წარუმატებელი იქნება, თუმცა ალბათ „ქართულ ოცნებას“ რაღაც რაოდენობის ხმებს წაართმევს. ბიძინა ივანიშვილმა კარგად გააცნობიერა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს და რაღაც ტიპის კოალიციის ფორმირებას შეეცდება სხვადასხვა მოთამაშით, მათ შორის, შესაძლოა გახარიასთანაც, მაგრამ იმდენად დისკრედიტირებულია უკვე „ქართული ოცნება“, ვფიქრობ, ივანიშვილის მცდელობა, შექმნას სატელიტური პარტიები „ქართული ოცნებისთვის“ და კოალიციის გზით შეინარჩუნოს ხელისუფლება, სრული კრახისთვის არის განწირული.

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გახარია შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოებას, რადგან ადამიანი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იყო პრემიერ- მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ბანაკში მთავარი მოთამაშე, გვესაუბრება ისეთი გზავნილებით, თითქოს რაღაც სხვა პლანეტიდან ჩამოფრინდა გუშინ და მხსნელად მოევლინა ქართველ ხალხს. ცხადია, ამომრჩეველი სულელი არ არის და გახარია მიიღებს თავის პასუხს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.