სალომე სამადაშვილი - ხელისუფლებას დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის პოლიტიკური ნება არ აქვს
სალომე სამადაშვილი - ხელისუფლებას დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის პოლიტიკური ნება არ აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მიღებისას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი გათვალისწინებული არ იქნა.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებას დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის არანაირი პოლიტიკური ნება არ აქვს. სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დღეს სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა „კლანური მმართველობაა“.

„დღეს, ვენეციის კომისიას გავაცანით ჩვენი შეხედულებები, რაც სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს ეხება. ხელისუფლებას დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის არანაირი პოლიტიკური ნება არ აქვს. ეს პოლიტიკური ნება იარსებებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. დღეს, სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა ისაა, რომ „კლანური მმართველობა“ რჩება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სერიოზული რეფორმის გარეშე „კლანი“ არ ჩამოიშლება. ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიისთვის გასაგებია ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს სასამართლო სისტემა რჩება. თქვენ ნახეთ, რომ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა სწორედ სასამართლო სისტემა იყო და ჩვენს პარტნიორებს ხელისუფლების მიმართ ყველაზე მეტი პრეტენზია აქვთ“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.