სალომე სამადაშვილი - „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო ვეღარ მიიღებს ვერანაირ სტატუსს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება
სალომე სამადაშვილი - „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო ვეღარ მიიღებს ვერანაირ სტატუსს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო ვეღარ მიიღებს ვერანაირ სტატუსს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„ეს ნიშნავს, რომ მოლდოვა და უკრაინა გაწევრიანების პროცესს დაიწყებენ, საქართველო დარჩება ამ პროცესის მიღმა და ჩვენ ევროკავშირი სტატუსზე უარს გვეტყვის. ასევე, ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვეღარ იმუშავებს დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. ქვეყანაში აღარ იარსებებს რესურსი, ვინც არჩევნებს დააკვირდება. ეს კანონი ნიშნავს, რომ თქვენ სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, სოფელში თუ ქალაქში, ვეღარ მიიღებთ ვერანაირ დახმარებას იმ უზარმაზარი თანხებიდან, რომელსაც დასავლეთი 30 წლის განმავლობაში გამოყოფდა. თუ გგონიათ, ეს თქვენ არ გეხებათ, ცდებით. ეს კანონი საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება და ეს არის ქვეყნისთვის შანსის წართმევა, გახდეს თავისუფალი სამყაროს ნაწილი. მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოვუწოდებ, რადგან თუ შვილების მომავალი გაღელვებთ, ამ კანონპროექტის მიღება დიდი პრობლემაა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.