სალომე სამადაშვილი - გუშინდელ აქციას რეალური პოლიტიკური შინაარსი არ ჰქონდა, სჯობს, ხაბეიშვილმა კითხვებს უპასუხოს და არ აკეთოს შეფასებები სხვა ოპოზიციურ პარტიებზე
სალომე სამადაშვილი - გუშინდელ აქციას რეალური პოლიტიკური შინაარსი არ ჰქონდა, სჯობს, ხაბეიშვილმა კითხვებს უპასუხოს და არ აკეთოს შეფასებები სხვა ოპოზიციურ პარტიებზე

გუშინდელ აქციას რეალური პოლიტიკური შინაარსი არ ჰქონდა, სჯობს, ხაბეიშვილმა კითხვებს უპასუხოს და არ აკეთოს შეფასებები სხვა ოპოზიციურ პარტიებზე, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

აღნიშნული კომენტარით სამადაშვილი გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს: „ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი და ვინ – თვითმარქვია ოპოზიცია“.

„ვფიქრობ, რომ ლევან ხაბეიშვილს ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი საკუთარი ამომრჩევლისთვის. რასაც ვხედავ, ისინი პარტიის ხელმძღვანელობას აქტიურად აკრიტიკებენ. ამ აქციის მიზანი ვერ დავინახეთ და „ლელომ“ მასში მონაწილეობა ამიტომ არ მიიღო. დადასტურდა, რომ ამ აქციას რეალური პოლიტიკური შინაარსი არ ჰქონდა. სჯობს, ხაბეიშვილმა კითხვებს უპასუხოს და არ აკეთოს შეფასებები სხვა ოპოზიციურ პარტიებზე. ხაბეიშვილმა უნდა უპასუხოს – გუშინდელი აქცია რა კონტრიბუცია იყო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, ან რას აკეთებს ამისთვის. ამ კითხვებს უპასუხოს, რადგან სხვა პარტიები და მათი ურთიერთობები ლევან ხაბეიშვილის გასარჩევი არ არის“, – განაცხადა სამადაშვილმა.