სალომე სამადაშვილი - გია ბარამიძისნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს არ მივცემ უფლებას, ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს
სალომე სამადაშვილი - გია ბარამიძისნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს არ მივცემ უფლებას, ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს

მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე, ჩემო გია, – ამის შესახებ სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის სტატუსის პასუხად წერს.

როგორც სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, არ მისცემს უფლებას ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს, ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს.

„მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე, ჩემო გია. მანამდე არ ვაპირებ, უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს, ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს“, – წერს სალომე სამადაშვილი.

გია ბარამიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სალომე სამადაშვილთან დებატები სიამოვნებას არ მიანიჭებს, მაგრამ საჭიროდ მიაჩნია, საჯაროდ უთხრას, რასაც მასზე ფიქრობს თავად და პარტიის ასიათასობით წევრი.