სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილსამყოფელი კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს
სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილსამყოფელი კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილსამყოფელი კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს.

ჟურნალისტებთან საუბარში სამადაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სირცხვილია ის, რეზიდენციის საკითხი პიროვნული დაპირისპირებისა და საჯარო განსჯის საგანი რომ გახდა.

„სასურველია, რეზიდენციის საკითხზე გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს, რადგან ეს გადაწყვეტილება იმის და მიხედვით არ უნდა იცვლებოდეს, თუ ვინ არის ქვეყნის პრეზიდენტი. ეს სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხია და ადეკვატური ნაბიჯი იქნებოდა ის, რომ საკანონმდებლო ორგანომ განსაზღვროს, სად იქნებოდა რეზიდენცია მიუხედავად იმისა, ვინ იქნება პრეზიდენტი. თუ სახელმწიფო ვართ, სახელმწიფო ინსტიტუტების საკითხი საკანონმდებლო ბაზით უნდა განისაზღვროს”, – განაცხადა სამადაშვილმა.