სალომე სამადაშვილი - ევროკავშირმა მტკიცედ გადაწყვიტა, „ქართულ ოცნებას“ არ მისცეს შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა დარჩეს კანდიდატის სტატუსის გარეშე
სალომე სამადაშვილი - ევროკავშირმა მტკიცედ გადაწყვიტა, „ქართულ ოცნებას“ არ მისცეს შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა დარჩეს კანდიდატის სტატუსის გარეშე

თქვენი გეგმა, რომ საბოტაჟი მოგეწყოთ ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსისთვის, ჩაშლილია, – ასე მიმართა უფრაქციო პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ საქართველო არ დარჩეს კანდიდატის სტატუსის გარეშე.

„მიუხედავად ყველაფრისა, ჩაგდებული 12 მოთხოვნისა, იმ სამარცხვინო მასკარადის, რომელიც დღეს ბათუმში მიმდინარეობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის სახით, სამარცხვინო ინიციატივებისა, როგორიცაა რუსული კანონი, ახლა დაწყებული მანიფესტაციების შეზღუდვის შესახებ პროექტისა, ევროკავშირს აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი, რომ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს და რუსეთს არ მისცეს შანსი, ჩვენი ქვეყანა დარჩეს კანდიდატის სტატუსის გარეშე.

მინდა, გკითხოთ, რომ შემოიტანეთ მანიფესტაციების შესახებ კანონი, თქვენ მართლა გჯერათ, რომ ამ კანონით შეაჩერებთ ქართველი ხალხის რისხვას თუ საკუთარი რისხვის გამოხატვა დასჭირდათ ქუჩაში?

რაც შეეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, ის უზრუნველყოფილი იქნება კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, როდესაც სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს ჩავატარებთ. ამიტომ დაგისანქცირეს ფარცხალაძე, ამიტომ ჩაგიგდეს თქვენი გეგმები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და ამიტომ გაიმარჯვებს შემდეგ არჩვენებში ქართველი ხალხი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.