სალომე სამადაშვილი - ერთიანი პოზიციაა, შეთანხმება შესაძლებლობას თუ მოგვცემს, აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად, მზად ვართ, დროებით პარლამენტში ვიმუშაოთ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთიანი პოზიციაა, შეთანხმება ამის საშუალებას თუ მისცემთ, დროებით შევიდნენ პარლამენტში.
„ეს განწყობაც არ ჰქონდა ოპოზიციის ნაწილს, ამბობდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ პარლამენტში შესვლა.
ახლა, ერთიანი პოზიცია არის, რომ შეთანხმება ამის შესაძლებლობას თუ მოგვცემს, სწორედ იმიტომ, რომ განხორციელდეს ის რეფორმები, რაც არის აუცილებელი – ოღონდ აქ მართლმსაჯულების რეფორმაზე არ დავიწყებდი – ეს პირველ რიგში არის საარჩევნო რეფორმა, დიახ, ჩვენ მზად ვართ, რომ პარლამენტში ვიმუშაოთ, დროებით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.