სალომე სამადაშვილი - ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების, არჩევნების თემა და მათი გადაჭრის გზებზე კომპრომისისთვის მზად ვართ
სალომე სამადაშვილი - ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების, არჩევნების თემა და მათი გადაჭრის გზებზე კომპრომისისთვის მზად ვართ

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების თემა, არჩევნების თემა, მაგრამ მზად ვართ კომპრომისისთვის იმ გზებზე, თუ როგორ გადავჭრით პრინციპულ საკითხებს, რომლებსაც ოპოზიცია მოლაპარაკებებში აყენებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პუნქტი, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის გეგმა მოიცავს, მათთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

„შეთანხმება სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ, პრინციპული საკითხების გარშემო ნებისმიერი კომპრომისული შეთავაზება მედიატორის მხრიდან განვიხილოთ შეთანხმების მიღწევით გზით. თუ ხელისუფლება, მმართველი გუნდი შეძლებს, საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები უფრო წინ დააყენონ, ვიდრე საკუთარი სურვილი, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, დარწუნებული ვარ, არსებობს შეთანხების შესაძლებლობა.

დღეს ქვეყანაში არის ძალიან მწვავე გამოწვევა სასამართლო სისტემაში კლანის მმართველობის. ამ პრობლემის გადაჭრას სჭირდება კომპლექსური რეფორმა. მათ შორის ის, რომ გამოეცალოს კლანს მართვის ბერკეტები და იმ მიდგომით, რომელსაც წლებია, „ქართული ოცნება“ აჩვენებს, თითქოს მოჩვენებით ატარებს რეფორმას და რეალურად ამყარებს კლანის მმართველობას,  ჩვენ წინ ვერ წავალთ. ამიტომაა სასამართლო რეფორმა ნაწილი ამ მოლაპარაკებების, რომელზეც უნდა შეთანხმდეს ოპოზიცია და ხელისუფლება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.