სალომე სამადაშვილი - ჩემთვის ბუნდოვანია, რა არის 9 აპრილს დაანონსებული აქციის დანიშნულება და მიზანი
სალომე სამადაშვილი - ჩემთვის ბუნდოვანია, რა არის 9 აპრილს დაანონსებული აქციის დანიშნულება და მიზანი

ჩემთვის ბუნდოვანია, რა არის 9 აპრილს დაანონსებული აქციის დანიშნულება და მიზანი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, 9 აპრილის აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია, მათი პარტიული აქციაა.

„სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის ბუნდოვანია, რა არის ამ აქციის დანიშნულება, მიზანი და რას ისახავს მიზნად. ცხადია, „ლელო“ არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქციაში, რომლის მოთხოვნები და დღის წესრიგი დღემდე სრულიად გაურკვეველია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამ აქციასთან დაკავშირებით ყოველდღე სხვადასხვა განცხადებებს აკეთებენ, ეს არის მათი პარტიული აქცია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.