სალომე სამადაშვილი - „აირაის“დასკვნა კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ ამ არჩევნებზე მოქალაქეებს არ მიეცათ უფლება, არჩევნების დღეს თავისუფლად გამოეხატათ პოლიტიკური ნება
სალომე სამადაშვილი - „აირაის“დასკვნა კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ ამ არჩევნებზე მოქალაქეებს არ მიეცათ უფლება, არჩევნების დღეს თავისუფლად გამოეხატათ პოლიტიკური ნება

აირაის“ დასკვნა კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ ამ არჩევნებზე მოქალაქეებს არ მიეცათ უფლება, არჩევნების დღეს თავისუფლად გამოეხატათ პოლიტიკური ნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „აირაის“ ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ორგანიზაციის კვლევაში დაფიქსირებულია არჩევნებზე გამოვლენილი მთელი რიგი დარღვევები.

აირაის“ კვლევაში დაფიქსირებულია მთელი რიგი დარღვევები, როგორც არის მაგალითად, არჩევნების დღეს ნების თავისუფლებაში ჩარევა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მთელი რიგი დარღვევები და უზარმაზარი ნუსხა ჩამოთვლილი დარღვევებისა. ამ ფონზე იმაზე საუბარი, რომ აღნიშნულმა არჩევნებმა მოქალაქეებს ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა მისცა, არალოგიკურია, ამავე დასკვნაში დაფიქსირებული პრობლემის გათვალისწინებით. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს დასკვნა კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ ამ არჩევნებზე მოქალაქეებს არ მიეცათ დემოკრატიული საზოგადოების მთავარი უფლება – თავისუფლად და დაბრკოლების გარეშე გამოეხატათ პოლიტიკური ნება არჩევნების დღეს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.

IRI-ს ანგარიშის მიხედვით, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებს გავლენა არ მოუხდენია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ დაარსებულმა ხმის გაყალბების აღმოჩენის ცენტრმა, „როგორც ჩანს, ვერ მოახერხა საჭირო მტკიცებულებების შეგროვება საჩივრების დასადასტურებლად“.