სალაჰმა, ალისონმა და ფირმინომ შესაძლოა ინგლისის სუპერთასი გამოტოვონ
„ლიონთან“ ამხანაგური მატჩის მოგების (3:1) შემდეგ, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „მანჩესტერ სიტისთან“ ინგლისის სუპერთასის მატჩის შესახებ ილაპარაკა.
„ჯერჯერობით არ ვიცი, ითამაშებენ თუ არა მოჰამედ სალაჰი, ალისონი და რობერტო ფირმინო „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ. მათ სჭირდებათ ადაპტირება დასვენების შემდეგ, ისინი სულ რაღაც ორი დღეა, რაც ვარჯიშობენ. თუმცა, მაინც არის მათი მოედანზე გამოჩენის შანსი. რაც შეიძლება კარგად უნდა მოვემზადოთ ფინალისთვის. „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩები განსხვავდება სხვა თამაშებისგან. ასე რომ, მნიშვნელოვანი დღე გველოდება ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად“, – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
ინგლისის სუპერთასი „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულს“ შორის 4 აგვისტოს გაიმართება.