„ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების ფორვარდმა, მოჰამედ სალაჰმა აღდგენითი პროგრამა დაიწყო მხრის ტრავმის შემდეგ, რომელიც „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო.
„სალაჰმა აღდგენის პროგრამა გუშინ დაიწყო, ხვალ კი ესპანეთში გაემგზავრება, სადაც მკურნალობის კურსს გაივლის. ასოციაციის პრეზიდენტი აბუ რიდა და ეროვნული გუნდის ექიმი მას ესპანეთში ოთხშაბათს შეხვდებიან“, – წერია ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ „ტვიტერზე“.
მანამდე დაიწერა, რომ სალაჰი ტრავმის გამო გამოტოვებს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩს ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ.